Monday, 16 March 2015

ტრენინგის მეცხრე დღე:                              რეფლეასია




დღეს ჩვენი ტრენინგი დასრულდა.... დიდი სურვილი მქონდა ეს პროექტი გამევლო... და  ჩემი მილოდინიც გამართლდა, ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე, რაც სწავლის პროცესს ბევრად გამიუმჯობესებს. დღეს განვიხილეთ ჯგუფის პროექტები პრეზენტაციის სახით. მივიღე შექება, მაგრამ  ამასთანავე რჩევა-დარიგებაც ტრენერის მიერ, რასაც ნამდვილად გავითვალისწინებ და შევასწორებ.

    P.S:   ასეთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჯერ არ გამივლია, უღრმესი მადლობა გვანცა...  ძალიან ენერგიული და მშრომელი ტრენერი ხართ...   ყველას გისურვებთ წარმატებებს!!!  :)  :)

Saturday, 14 March 2015

ტრენინგის მერვე დღე:                                   რეფლექსია





დღევანდელი დღით გავეცანი ფასილიტაციას, კარგად გავიგე და გავაცნობიერე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური ფასილიტაციის როლი სწავლების პროცესში.

Monday, 9 March 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე:                               რეფლექსია




      დღეს ჩვენ  განვიხილეთ მე-5 მოდული - "მოაწავლეთა პროექტების შეფასებას",  შევიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების სქემები.  ზოგადად კარგად გავერკვიე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლების პროცესში. ჩვენი პროექტის გეგმა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის.............




Saturday, 7 March 2015

ტრენინგის მეექვსე დღე:                         რეფლექსია


დღევანდელი დღე დამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.  გავეცანი მეოთხე მოდულს, დავასრულე  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი.  ვისწავლე კომენტარების გაკეთება Excel-ში, Power Point-ში, გავაკეთე მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკა, დავიწყე პროექტის გეგმებში აქტივობების გაწერა. განსაკუთრებით  მომეწონა ფოტოებთან და ანიმაციებთან დაკავშირებული საიტები.   გავიგე თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ონლაინ კოლაბორაციული სასწავლო რესურსები.  
  დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს!!!

Sunday, 1 March 2015

ტრენინგის მეხუთე დღე:                         რეფლექსია




დღევანდელი დღეც  მეტად ნაყოფიერი იყო, გადავხედეთ თემის შინაარს, სტანდარტებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. განვიხილეთ, შევაფასეთ, და ვისაუბრეთ უკუკავშირებზე.